ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი სოფელ აწყვიტაში შიდა გზის მოასფალტების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 825 000 ლარს.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.
