„ოპონენტები ჯერ ამბობდნენ, რომ ვიტყუებოდით და არაბული ინვესტიცია არგანხორციელდებოდა, ახლა ნარატივი შეცვალეს და ცდილობენ პროექტს ზიანიმიაყენონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში არაბულიდეველოპერული კომპანიის მიერ დაგეგმილი ინვესტიციის შესახებ საუბრისასგანაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია.მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა.„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენს ოპონენტებს თავდაპირველადჰქონდათ ასეთი ნარატივი, რომ ჩვენ ვიტყუებოდით და მსგავსი ინვესტიციისგანხორციელებით არაბული კომპანია დაინტერესებული არ იყო. მას შემდეგ რაცოფიციალურად მოხდა ყველაფერი, არაბები ჩამოვიდნენ საქართველოში დაპროექტის დაწყება დაანონსდა, მათ ნარატივი შეცვალეს და მაქსიმალურადცდილობენ ამ ინვესტიციას ზიანი მიაყენონ.რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უახლოესმომავალში დაიწყება. არსებობს მიწა, ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი დადამტკიცების შემდეგ, დაიწყება ინვესტიციის გასაჯაროება. ეს არის ჩვეულებრივიპროცესი. ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან ამ ოდენობის 6.5 მილიარდ დოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენსქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არამხოლოდ ეკონომიკას, სამუშაოადგილების შექმნას წაადგება, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს უფროგააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია.მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა – მოხმარდება ჯანდაცვისპროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“, -აღნიშნა თბილისის მერმა.ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება არაბულ კომპანიასთანდადებული ხელშეკრულება, კახა კალაძის თქმით: „დასამალი არაფერია,ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედისაუბრა ყველა დეტალზე“.