Მაკა ბოჭორიშვილი- სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს 

სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

Საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა. 

“დასკვნები, რომელიც გაკეთებულია ევროკომისიის ანგარიშში, სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებს. სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს და ასე გრძელდება. არასდროს არ ყოფილა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა. ის, რაშიც ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ასეთივე პოლიტიკა აქვს ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, უფრო მეტიც, ნატოს წევრ სახელმწიფოებს.  არავის არ სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა და დამატებითი უსაფრთხოების გამოწვევების შექმნა. ეს ძალიან ბუნებრივია. ხელისუფლების პირველი მოვალეობაა,  ქვეყანას აარიდოს საფრთხეები. ეს არის ჩვენი ვალდებულება და თუკი ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა ეს დასაგმობი კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მისასალმებელი”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

Მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ხელისშემშლელ ნაბიჯებზე. 

Როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ვერ ექნება რაიმე დათქმები. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება