„მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირშედეგს ვერ გამოიღებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპისლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებმიღებული რეზოლუციის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აკეთებს ანალიზს, თუ რაპროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.„გრძელდება სიცრუის კამპანია. ამ ტიპის რეზოლუციების მიღება პირველიშემთხვევა არ არის და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, როგორ ხდება მათიმიღება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმგაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულსახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს, თუ რა ხდება, რაპროცესები მიდის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში, რეგიონში.შესაბამისად, მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებებივერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.