სახაროვი — ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს. ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული პრემია გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა. აი, ესაა მათი „ღირებულებები“ – თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ — მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ. „სახაროვი — ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს. ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული პრემია გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა. აი, ესაა მათი „ღირებულებები“ – თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ — მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ. სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია – ძალიან სცდება. ეს უკვე პოლიტიკურად შეფუთული დაკვეთაა: დაასუსტე საქართველო, დააფინანსე ქაოსი, და მერე დააჯილდოვე „თავისუფლებისთვის”.“ – წერს ქადაგიძე.