მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა დაწყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP)აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაჰბანას და გაეროს აზიისა დაწყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP)ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს,ნიკოლაი პომოშნიკოვს შეხვდა.შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და გაეროს აზიისა და წყნარიოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიას (UNESCAP) შორისთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.მხარეებმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მდგრადიგანვითარების მიზნებზე, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისგაუმჯობესებაზე, ქალთა გაძლიერებაზე, დაბერების პოლიტიკასა დარეგიონული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზაობას,გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა გაეროს სტრუქტურებთან, რაცქვეყნის სოციალური და ეკონომიკური სისტემების გაძლიერებისმნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.