კერძოდ, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომელიც შპს „აისითის“ რეკლამაში, აქციის პირობების თაობაზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შეეხებოდა.
კომპანიის კომერციული კომუნიკაციის თანახმად, მომხმარებლებს 2024 წლის 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლოთ სასურველი ნივთის შეძენა „თიბისი ბანკის“ 0 %-იანი განვადებით, თუმცა, ადგილზე მისვლისას, მომხმარებელმა შეიტყო, რომ შეთავაზება რეალურად არ მოქმედებდა და განვადების პირობები იყო განსხვავებული – ყოველთვიურად მომხმარებელს ეზრდებოდა ხარჯი 1 %-ით.
სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული კომერციული კომუნიკაცია შეიცავდა მცდარ ინფორმაციას 0 %-იან განვადებასთან დაკავშირებით, რამაც მომხმარებელში შექმნა მოლოდინი ისეთი ფინანსური უპირატესობის შესახებ, რომელიც, რეალურად, არ არსებობდა. აღნიშნული ქმედება, სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, მომხმარებელთა უფლებების აღდგენა და ინდივიდუალურად მორგებული სპეციალური შეთავაზებების გაკეთება იმავე პირობებით, რა პირობებითაც კომერციული კომუნიკაცია თავდაპირველად განხორციელდა.