საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთისრესპუბლიკაში იმყოფება. მას კოლეგა, სურენ პაპიკიანი მასპინძლობს. დახვედრის ცერემონიისშემდეგ, მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოებისსაკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის მხარესსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობაგადაუხადა და ყურადღება მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებზე გაამახვილა.თავდაცვის მინისტრების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში მშვიდობისა დასტაბილურობის მნიშვნელობა წარმოადგენდა. ირაკლი ჩიქოვანმა დაადასტურა ქართულიმხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. მანსომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციისისტორიული მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ შეთანხმება სამხრეთ კავკასიაშიგრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.დელეგაციებს შორის გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, სადაც მხარეებმასაქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში არსებული დასამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლფაშინიანს შეხვდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება