მაია ომიაძე-„რეკორდული ციფრები ცხადჰყოფს, რომ სწორად ვმუშაობთ სტრატეგიულ ბაზრებზე“

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდაზე საუბრობსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2025 წლის სამ კვარტალშიშემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.„რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შემოსავლებში, ტურიზმისინდუსტრიიდან. 3,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა შემოსავლებმა და 5,1%-ითგაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, რეკორდულიმაჩვენებელი გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან და ისრაელიდან.ზრდა გვაქვს ასევე საუდის არაბეთიდან და აზერბაიჯანიდან“,-განაცხადა მაიაომიაძემ.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტულიბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგად,2025 წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოგზაურთა რაოდენობა,ასევე შემოსავლები.„მთლიანობაში ძალიან წარმატებული წელია. ციფრები, როგორც შემოსავლების, ისესაერთაშორისო მოგზაურების თვალსაზრისით, ცხადყოფს, რომ სტრატეგიულადსწორად ვმუშაობთ ჩვენს ბაზრებზე. ესენია: ევროკავშირის ქვეყნები, დიდიბრიტანეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, და ისრაელი. შორეული ქვეყნები: ჩინეთი,ინდოეთი, ამერიკა. ემატება ფრენების სიხშირეები და ახალი მარშრუტები.ერთობლივი, დაგეგმილი, სტრატეგიული მუშაობით მივაღწიეთ იმ შედეგებს, რომსაქართველოში ძალიან ბევრი საერთაშორისო მოგზაური ჩამოდის. ქვეყანა ძალიანდიდი ოდენობით შემოსავალს იღებს“,-აცხადებს მაია ომიაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება