ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო იუნესკოს თანამშრომლობის მიმდინარეობისა და გაღრმავების გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის მანდატით გაერთიანებულ სფეროებს – განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და კომუნიკაცია.
შეხვედრისას გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იუნესკოს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისა და ორგანიზაციის მიზნებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის.