ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.სახლ-მუზეუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა თიკა რუხაძემ დადედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საზეიმოდ გახსნეს.„შენობა იყო ავარიული და მძიმე მდგომარეობაში, ეზო კი მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული სივრცე სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ. გასულ წელს შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები დავასრულეთ. გარდა ამისა,მომიჯნავედ არსებული ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ. ამის შემდეგ დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეიდან დამთვალიერებელს სახლ-მუზეუმში სტუმრობა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე ვარ. ზოგადად ჩვენ მუზეუმებს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებსგანსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ასევე, მულტიფუნქციურიკომპლექსების აშენება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მსგავსი სივრცეებიქალაქში რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო დაინფრასტრუქტურული განახლება, რადგან შენობა და ექსპოზიციური სივრცეებითანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა.რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლომიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვესტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვაუახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთწარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოსუახლეს ისტორიაში. ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო მუზეუმის ეზო, რომელიცგაფართოვდა და დამთვალიერებლისთვის კომფორტულ სივრცედ გადაიქცა.

