„საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაცია“ მართავს ყოვეწლიურ, რიგით მეოთხე ღონისძიებას – Knife Show Tbilisi 2025-ს!

2025 წელს 25 ოქტომბერს, 12:00 საათიდან ა(ა)იპ „საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაცია“ სასტუმრო ბილტმორ თბილისში (მისამართი: შ. რუსთაველის გამზირი 29) მართავს ყოვეწლიურ, რიგით მეოთხე ღონისძიებას – Knife Show Tbilisi 2025-ს!

გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს და უკვე დასკვნით ეტაპზეა.

წელს ღონისძიება კიდევ უფრო მაშტაბურია და გასცდა საქართველოს ფარგლებს. Knife Show Tbilisi 2025-ზე ქართველ ოსტატებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისოდ ცნობილი, დარგის გამორჩეული და ტიტულოვანი, სხვადასხვა ქვეყნის ოსტატები.

ღონისძიებაში, საერთაშორისო ოტატთა მონაწილეობა ზრდის როგორც Knife Show Tbilisi-ის, ისე ქართველი ოსტატების ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე. ქმნის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თუ ქართველ და უცხოელ ოსტატთა კოლაბორაციის შესაძლებლობას.

ღონისძიებას დაესწრებიან ასოციაციის წევრები, ოსტატები, მხარდამჭერი კომპანიის წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები საჯარო სექტორიდან და ბიზნესიდან, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.

ეს დღე განსაკუთრებულია ოსტატთათვის, მჭედელ მეიარაღეთათვის და ზოგადად დარგის მოყვარულთათვის.

ღონისძიება შედგება რამოდენიმე ნაწილისგან:

  • KNIFE SHOW TBILISI: ხელნაკეთი უნიკალური ნამუშევრების და სხვა თემატური ნივთების გამოფენა/ გაყიდვა; სადაც წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი ოსტატი.
  • KNIFE SHOW TBILISI 2025-ის მონაწილე ოსტატთა ნამუშევრების კონკურსი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
  • წამახალისებელი გათამაშება, რა დროსაც ყველა ბილეთის მფლობელი მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას და მათ ეძლევათ შესაძლებლობა მოიგონ სხვადასხვა კომპანიისა თუ კერძო პირის მიერ დაწერსებული თემატური პრიზები.
  • ღონისძიებაზე სტუმარებს სხვადასხვა ოსტატების ნამუშევრების გარდა შეუძლიათ შეიძინონ შეზღუდული ტირაჟით გამოცემული კატალოგი. კატალოგი გამოცემულია ა(ა)იპ „დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის“ მიერ. მასში წარმოდგენილია ოსტატთა ბიოგრაფიები,  მათი ნამუშევრების ამსახველი ფოტო მასალა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება