თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარაქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლისთანახმად, აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტიმიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებჩანაწერი ამოღებულია.„აღნიშნულ აქტში მეგობრული არაფერი იყო, იყო მხოლოდ და მხოლოდ მტრული.ყველა მითითება, რაც იყო მოყვანილი, დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუესა დაცილისწამებაზე, მხოლოდ მუქარებს ვისმენდით. ვინც იყო აღნიშნული აქტისავტორი, ვიცით, რომ 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა დატყუილები ილაპარაკოს. ვნახოთ, იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები.ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, დავიწყოთ ურთიერთობებიახალი ფურცლიდან, რადგან ის განცხადებები და მუქარები, რასაც ვისმენდით წინაადმინისტრაციის პირობებში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდამეგობრობა და პარტნიორობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახაკალაძემ.