„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის მსჯავრდებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბ ქადაგიძის თქმით, ამით ჩანს, რომ ლიბერალური ფაშიზმის მთავარი „ნარატივია”: „ვინც ჩვენი არ არის, ის უნდა „ჩაირეცხოს”, ხოლო ვინც ჩვენია, თუნდაც ნაძირალა იყოს, გმირად უნდა გავასაღოთ!“ „მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის, არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული. 4 ოქტომბერს რადიკალმა აქტივისტებმა რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს, პირდაპირ ეთერში უცნობი სითხე შეასხეს, ვინმემ დაგმო, აღშფოთდა? არა, რადგან სწორედ ლიბერალური ფაშიზმის მთავარი „ნარატივია”: „ვინც ჩვენი არ არის, ის უნდა „ჩაირეცხოს”, ხოლო ვინც ჩვენია, თუნდაც ნაძირალა იყოს, გმირად უნდა გავასაღოთ!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.