თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ორმაგი სტადარტის მაგალითი უწოდა ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით„ორმაგის სტანდარტის მაგალითია. ეს გაერთიანებები, პარტიები,კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიპ სტეიტის“ გავლენისქვეშ არიან. ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ,რომ კრიმინალი, ძალადობა წაახალისონ, გახლიჩონ საზოგადოება. რაცმთავარია, ვინ ვინ არის და ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთანდაკავშირებით ქართველმა ხალხმა კარგად გააანალიზა“, – განაცხადაკახა კალაძემ.მანვე განმარტა, რატომ ებრძვის და მოითხოვს აღნიშნული პარტიაბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.„ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფიგურაა ბატონი ბიძინა ივანიშვილი,რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში.მან 2012 წელს შემოიკრიბა მოსახლეობის უმრავლესობა და დაამარცხაქვეყნის მტრები, ის „გლობალური ომის პარტია“, რაც წარმოდგენილიასაქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მან თავისიმტკიცე ხასიათით აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოსინტერესები, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ვისაცებრძვიან ბიძინა ივანიშვილია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.