.მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიებიმოვაწესრიგოთ„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეულიხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგანგამოგვესყიდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია,მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე,რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლოწლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა.ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელიარეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ,მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიურითვალსაზრითი რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობაძალიან მნიშვნელოვანია.წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა – პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომიქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსიფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევაიმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძომეპატრონებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიცგაგრძელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.