საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ყირგიზეთისენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსურირეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რეგულირების საკითხებზესასწავლო კურსი ჩატარდა.სასწავლო კურსის ფარგლებში, ყირგიზეთის რეგულირების დეპარტამენტისწარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები სატარიფო რეგულირებისა დამეთოდოლოგიების, ელექტროენერგეტიკის ბაზრის სტრუქტურისა და ტექნიკურირეგულირების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საკნონმდებლობაზის ჰარმონიზების საკითხებზე. მონაწილეები დეტალურად გაეცნენმარეგულირებელი აუდიტის პრინციპებსა და მნიშვნელობას. ტრენინგები ჩაატარესსემეკის თანამშრომლებმა, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.2-დღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათსერტიფიკატები.ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ხელი შეეწყოს ენერგეტიკისსაკითხებზე საზოგადოების ცნობიერებისა და ენერგეტიკის სექტრში დასაქმებულიპირების კვალიფიკაციის ამაღლებას. დღემდე, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში 4000-მდე პირი გადამზადდა.