მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებულიტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისმინისტრს, ქემალ მიმისოღლუს შეხვდა.შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზებიდა ჯანდაცვის სფეროში, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკისგაზიარება.მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმ საკითხებს, რომლებიცმოქალაქეებისთვის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებისგანვითარებას და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორულიურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება