ხელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #23 უბანზე დააფიქსირა

„დღეს მე ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობის განმტკიცებას, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული რეგიონის და სრულიად საქართველოს შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას, ჩვენი მოსახლეობისთვის მეტი სიკეთის, მეტი შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მჯერა, რომ სწორედ მშვიდობით და განვითარებით, დაუღალავი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ უკეთესი და ერთიანი მომავლის შექმნას საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებშიც,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. 

ვიდეო – https://we.tl/t-Iu1HmcYh5h

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება