ირაკლი კობახიძე -წინა არჩევნებზე, როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა  საარჩევნო ხმები,დაფიქსირდა 1 120 000  ადამიანის მხარდაჭერა- ეს არის მთავარი საზომი და როდესაც  1 120 000 ადამიანის  საპირწონედ 120 ადამიანი დგას გნებავთ,  თბილისის შტაბთან,  გნებავთ,რუსთაველის გამზირზე,ეს უნდა იყოს„მარკერი“

წინა არჩევნებზე, როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა – ეს არის  მთავარი საზომი, – ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  როდესაც 1 120 000  ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას თბილისის შტაბთან და რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“.

„ჩვენ „გორბის“ კვლევით არ ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთადერთი რამით – ეს არის არჩევნების შედეგები.  წიწინა არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ 1  120 000 ხმა. როცა  ღილაკებს  დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა  საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა  1120 000 ადამიანის მხარდაჭერა . ეს არის  მთავარი საზომი და როდესაც 1 120 000  ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას გნებავთ, თბილისის შტაბთან, გნებავთ, რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება