ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონისმუნიციპალიტეტში ახლადგახსნილი ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტიმოინახულა, რომელიც ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებასგაუწევს.ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი, ონის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვისსამინისტროსა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მუშაობისშედეგად გაიხსნა. კაბინეტი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვეტექნიკითა და კვალიფიციური კადრებით.ჯანდაცვის მინისტრმა, პერსონალთან შეხვედრისას, მაღალი ხარისხისსერვისებსა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ონში ბავშვებისთვის სტომატოლოგიურიკაბინეტის საკითხი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციისსაგანი იყო. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო დაუზრუნველყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიურიკაბინეტის გახსნა.ონში მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის დელეგატისაქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, ონის მერი სერგი ხიდეშელი დარაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნამარგველიძე მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.