THESUN: ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“

THESUN: ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ ბრიტანული გამოცემა Thesun-ი აქვეყნებს ვიდეო კადრებს, როდესაც ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი გვერდი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ. ვიდეოში ნაჩვენებია გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეული დამანგრეველი შედეგები. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა, განაცხადა, რომ ინფორმირებულია სიტუაციის შესახებ და მაცხოვრებლებს მოუწოდა, თავი აარიდონ აღნიშნულ ტერიტორიას. „ნიუ-იორკელებო, ბრონქსის მოტ ჰეივენის რაიონში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმირებული ვარ. ჩვენ მაშველებისგან ვიღებთ სიტუაციის სრულ შეფასებას და გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას. გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოერიდოთ ტერიტორიას“, – დაწერა ადამსმა X-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება