Responsible Statecraft-ის სტატიის ავტორი: მიხეილყაველაშვილმაგასულკვირას ნიუ-იორკში შემახსენა, რომ ქრისტიანულისაქართველოევროკავშირზეგაცილებითდიდიხანიაარსებობს, თითქმის 1,700 წლითმეტიდადარწმუნებულია, რომევროკავშირისშემდეგაცკიდევ დიდხანსიარსებებს.

„ევროკავშირი საქართველოსგან მოელის რადიკალურ ცვლილებებს, რათა ევროკავშირს მოერგოს. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან მოელის რადიკალურ ცვლილებებს, რათა საქართველოს მოერგოს“,- ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ მხარეთა ზომის გათვალისწინების მკითხველს შესაძლოა ეს აბსურდულ მისწრაფებად მოეჩვენოს, თუმცა აქვე  ანატოლ ლივენი საქართველოს პრეზიდენტს ციტირებს, რომელიც საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს უკანასკნელი, შესაძლოა, აბსურდულ მისწრაფებად მოგეჩვენოთ, მხარეთა შედარებითი ზომის გათვალისწინებით (ევროკომისიის მიერ, რა თქმა უნდა, ამგვარად იქნება განხილული) მაგრამ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შემახსენა გასულ კვირას ნიუ-იორკში, ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს – თითქმის 1,700 წლით მეტი – და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს“’,- ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და მას ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებს.

„მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, წლების მანძილზე ევროკავშირთან შესანიშნავი ურთიერთობები გააჩნდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (ამჟამად ციხეშია სახელმწიფო ფინანსების მითვისების ბრალდებით) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინა მთავრობა, მართალია, რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდა (კოლოსალური დასავლური ფინანსური დახმარების წყალობით), მაგრამ სულ უფრო და უფრო სასტიკი და ავტორიტარული გახდა, რის გამოც მას უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ამაზე იშვიათად საუბრობენ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მალე თავად დაინახეს, რამდენად უგუნური და საშიში ფიგურა იყო სააკაშვილი, რომლის ქმედებებმაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გამოიწვია, სადაც საქართველომ კატასტროფული მარცხი იწვნია“,- ვკითხულობთ Responsible Statecraft-ის სტატიაში.

მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან:  ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის ჩვენს რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება.  მისნაირი პიროვნებების რიცხვი საქართველოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელი. ის ჩვენი ერის სამაგალითო პიროვნებაა.

Responsible Statecraft : ბატონ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ.

„„ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები გაატარა და როგორც პრეზიდენტი ყაველაშვილი დაბეჯითებით უსვამს ხაზს, რეფორმების შედეგად საქართველო საგრძნობლად უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების გზაზე“,- ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის  დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ.

ბატონ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ. თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ ბატონი ივანიშვილის უზარმაზარი სიმდიდრე, პოლიტიკური გავლენები, ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო საქმიანობა და პირადი პრესტიჟი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2012-2013 წლებში იყო, იგი კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ და დომინანტურ ფიგურად“,- წერია სტატიაში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„პრეზიდენტ ყაველაშვილის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის ჩვენს რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება. მისნაირი პიროვნებების რიცხვი საქართველოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია. ის ჩვენი ერის სამაგალითო პიროვნებაა“,- ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენიან ამერიკული გამოცემას  Responsible Statecraft-ს ნიუ-იორკში მისცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება