საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთანთანამშრომლობით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთანსაინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანი იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურებისხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევეამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა.ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგისანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთანდაკავშირებული სიახლეები გააცნეს. ცესკოს წარმომადგენლებმა მათინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნითგანხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრაინტერაქტიური იყო და შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღესსაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე.შეხვედრა 29 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაოჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, ქუთაისში გაიმართა. ინკლუზიური საარჩევნოგარემოს ხელშეწყობის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესშითანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკო მომავალშიცგააგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრებისგამართვას.