ზაზა შათირიშვილი„გარკვეული პერიოდის წინ, გამოვაქვეყნე ვრცელი წერილი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩებსა და საელჩოებზე, რომელშიც საუბარი მქონდა უცხო ქვეყნის თანამშრომლებისათვის რაოდენობრივი ლიმიტის დაწესებაზე, რამეთუ საელჩოები, ნაცვლად დიპლომატიური სამსახურისა, უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების, შესაბამისად „დიფ სთეითის“ მცირე ფილიალებად არის ქცეული.
სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მდგომარეობა არათუ დადებითისკენ შეიცვალა, პირიქით, დღეს კიდევ უფრო ღიად და უტიფრად, კონკრეტული ქვეყნის ელჩები საქართველოში „დიფ სთეითის“ დავალებებით მოქმედებენ, დაუფარავად ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას, ადგილზე მოქმედ აგენტურას მაქსიმალურად ასაზრდოებენ.
მხოლოდ გასული დღეების განმავლობაში: ჰოლანდიის ელჩად წოდებული მელინე არაკელიანი ფარულად შეხვდა ელენე ხოშტარიას საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თანაც მას შემდეგ, რაც ხოშტარიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
გერმანიის ელჩად წოდებულმა პეტერ ფიშერმა ჯერ შეურაცხმყოფელი წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც განცხადებაში მხოლოდ გვარით მოიხსენია (რაც დიპლომატიური ეთიკის უხეში დარღვევაა), ხოლო შემდეგ საკუთარ მინისტრთან ერთად დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა.