მამუკა გელაშვილი ბორჯომის უბნებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს

მამუკა გელაშვილი-ბორჯომის უბნებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, პარტია „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილთან, გინესის რეკორდსმენთან, გიორგი ტალახაძესთან და ოლიმპიური თამაშების პრიზიორთან, რევაზ ლაშხთან ერთად, შეხვედრა ვაშლოვანის, ე.წ ჩარხისწყლის და არდაგანის დასახლებაში გავმართეთ.

ადგილობრივებს, ქალაქის N1 (1,2,3 საარჩევნო უბანი) ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მერაბ იობაშვილი წარვუდგინეთ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბორჯომში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ბორჯომში მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, პროექტი ითვალისწინებს როგორც ისტორიული შენობების რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ატრაქციონების მოწყობას, ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ბოლო წლებში 15-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა, ამ მიმართულებით მომავალშიც დაგეგმილია სამუშაოები. გპირდებით, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაერთ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ, რათა ჩვენი ქალაქი უფრო მეტი ტურისტის საყვარელ ადგილად ვაქციოთ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სოციალური პროგრამის დამატება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება