მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ-ექსპერტულ დონეზე. აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით.
ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.