fbpx

თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება შევალ პარლამენტში-ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  ის პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა

„პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება საქართველოს უნდა უღალატო პარლამნეტში შესვლით.

ასე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი, რომ შემიგდონ და არც შევდივარ ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და დავდივარ პასტით და ფურცლით, რომ ეს, ეს, ეს უნდა გაკეთდეს და თუ გაკეთდება იქიდან გამოვალ თავ აწეული, თუ მეჭირება გარანტია, შევალ პარლამენტში. ოღონდ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ რასაც ვაკეთებ შესრულდება და ამის გარანტიები უნდა იყოს. და არანაირი ფული ამის უკან არ დგას.

მეც და ჩემი გუდიც პოლიტიკაში მივდივარ იმის გამო, რომ ამოვატრიალოთ ყველაფერი, აქ რაც იყო,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმა”იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში დაწყებულია დისკუსია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე.

მათივე ცნობით,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და „გირჩის“ რამდენიმე წევრმა, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

გაუზიარე!

Shares