კახა კალაძე: აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ქვეყანაში არსებულ მშვიდობას მოაქვს

დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის მომდევნო ოთხ წელშიპრიორიტეტული მიმართულება კვლავ იქნება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის,სოციალური და განათლების პროექტები. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისიკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, თბილისში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, რომლისეტაპობრივი მოგვარებაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“გუნდს შეუძლია.„ჩვენთვის დედაქალაქში ყველა მიმართულება პრიორიტეტულია. მიუხედავადიმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები,თუნდაც სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურისმიმართულებით. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია, რომ ამ გამოწვევებსღირსეულად უპასუხოს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოაგვაროს, არის„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთინფრასტრუქტურულ პროექტებს – გამზირებისა და ქუჩების მოწყობა-რეაბილიტაციას. აუცილებლად გავაგრძელებთ ახალი საბავშვო ბაღებისმშენებლობას. ისევ დიდ ყურადღებას დავუთმობთ ჯანდაცვისა და სოციალურპროგრამებს, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ჩვენი თანადგომასჭირდება. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება რეკრეაციულისივრცეების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი პროექტები, სარაგბო,საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ა.შ. აღმშენებლობა და განვითარებაშეუქცევადი პროცესია. ცხადია, ეს ყველაფერი მშვიდობას მოაქვს და შემდეგ უკვეყველაფერი შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება