საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრისარჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებისდაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბითგახსნილია 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრაელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნოსაარჩევნო კომისიების 34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისიუფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი. აქვე, მინდა შეგახსენოთ,რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერარჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე მათ უმრავლესობასაქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოსსაგანმანათლებლო პროექტების მონაწილე.მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს დამოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნოკოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ,საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკისკოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნოადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს დასაქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად,ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღნიშნული პრინციპების, მაღალიეთიკური სტანდარტების დაცვა ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნოადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოებისნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართოსაოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან,რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტისმხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებშიპირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვისგამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებშიმონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიულისაქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამპრინციპების დაცვას და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნებისადმინისტრირებას. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მათიდაცვისკენ, იმისათვის რომ მივცეთ ჩართულ მხარეებს საქმიანობისგანხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.