ვაზიანის სასროლეთზე 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის
ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს. სწავლებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი,
მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური,
პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები
დაესწრნენ.
წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის
ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთ
სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.
სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება
წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის
ბლოკირების, შეყოვნებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის კომპონენტების
შესრულება იყო.
43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მხარს უჭერდნენ სატანკო, საინჟინრო,
ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ქვედანაყოფები.