რუსუდან შარაძის გამოხმაურება გია გაჩეჩილაძის (უცნობი) გადაცემაში, ზვიად ძიძიგურის სტუმრობასთან დაკავშირებით:
,,ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა!“ აი, ძიძიგურ ზვიადს რაღა აქვს ბიძინა ივანიშვილზე სალაპარაკო?! ტყუილს კი არ ამბობს, მაგრამ… რამდენი რამ მოჰყვება ამ ,,მაგრამ“-ს?!
ივანიშვილმა, ლამის, მამა მეორედ მომიკლა – გახსნილი საქმის ოფიციალურად გამოცხადებას ხელს უშლის, სააკაშვილს რომ თავი დავანებო, გურამ შარაძის უშუალო მკვლელი – გია ფაჩულია დღემდე თანამდებობაზე ჰყავს და აუგს რომ ვიტყვი, იქვე მახსენდება, დედაჩემს რომ ცოცხალს მივუსწარი და ორი წელი მასთან გავატარე, მისი დამსახურებაა, 1 ოქტომბრის დამსახურებაა… თუმცა, მამაჩემის წინაშე, რომ ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ამას აქ არ ავხსნი.
კიდევ ბევრი „გაგხდით“, ბატონო ბიძინა გია, შენ კიდევ მიყვარხარ! დღეს, როდესაც მამაჩემის სახელს ტაბუ ადევს, ეგ ერთი ფრაზა – „გურამ შარაძის საქმე გამოძიებული არ არის“ – ყველაფერია ჩემთვის (ძიძგურს ყურები მიხატული აქვს ხოლმე, როდესაც გურამ შარაძეს ახსენებენ”- წერს რუსუდან შარაძე.