კახა კალაძე აქციებზე: მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ – უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად„სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან

“ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად“, – ამისშესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზეისაუბრა, სადაც ბოლო დღეებში მის საარჩევნო შტაბთან განვითარებულმოველენებზე შეფასება კიდევ ერთხელ გააკეთა.კახა კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი,როდესაც ქალი ძალადობს და ბილწსიტყვაობს.„ზოგადად, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალიშეუფერებლად იქცევა, ძალადობს და ბილწსიტყვაობს. მესმის, რომ ძალიანრთულია მოთმინებით უპასუხო ისეთ ადამიანებს – ქალებს და კაცებს, რომლებიცგუშინ და გუშინწინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს. ეს ადამიანები არ ცნობენ არცსაკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს. აღარაფერს ვამბობმათ მორალსა და ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული ჯგუფი.ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს ან გუშინ არ დაწყებულა.მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი გაწვრთნა,დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფერში ათეულობით მილიონიდოლარი იხარჯებოდა. გახსოვთ ალბათ, წლების წინ, გია ბუღაძის ინიციატივით,სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ მსხდომიახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ და ეს კონცეპტუალურ პროექტადდასახელდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ, ზიზღი და შეურაცხყოფა დემოკრატიულპროცესად წარმოაჩინონ.„ასეთივე დამაჯერებლობით“, ლიბერალური ფაშიზმის წარმომამდგენლები ახლაცცდილობენ, ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა, დემოკრატიულ პროცესადწარმოაჩინონ, რაც, ცხადია, განწირულია წარუმატებლობისთვის. ყველაპოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია შეურაცხყოფით, ზიზღით, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, მათ არანაირი მომავალი პოლიტიკაში არ აქვთ და ყოველთვის განწირულნი იქნებიან მარცხისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაცეს ადამიანები ელიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო სამზადისს, დედაქალაქის მერის თქმით, ამ პროცესს ხელს ვერავინ შუეშლის და თბილისის განვითარება გაგრძელდება.„დავუბრუნდები ისევ არჩევნებისთვის სამზადისს, ამ პროცესს ხელს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან და ვერც მათი დამკვეთები. ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. გაძლევთ პირობას, გაგრძელდება
თბილისის განვითარება, გაგრძელდება ყველა რეფორმა, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ისინი კეტავენ გზებს და არ აძლევენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ჩვენ ვხსნით რეაბილიტირებულ,მოდერნიზებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ
მოედნებს. თუ ისინი ზიზღის ენით უპირისპირდებიან ყველას, ვინც მათ გვერდითარ დგას, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას მათ პრობლემებზე და ვცდილობთ,დავძლიოთ დედაქალაქში არსებული გამოწვევები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება