კახა კალაძე პიტერ ფიშერზე: ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერისაქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში პირდაპირ ერევა და საზოგადოებისდაპირისპირებასა და გახლეჩაშია ჩართული.ამის შესახებ მერმა გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართგაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.„რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, სხვა ქვეყნისწარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს.ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს,ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშიაჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში,ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ძალიან მძიმეა,როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურსაქმეებში. გავიხსენოთ ასევე საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებსაკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაშიიყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომდიპლომატებს გასცა შესაბამისი პასუხი – ისინი საპარლამენტო არჩევნებშიდაამარცხა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება