საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39აკორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისისაპარკო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტირდა საფეხბურთოდა საკალათბურთო სპორტული მოედნებიც.დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლიბენდელიანთან ერთად გაეცნო.„კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი,ქაოსური იყო. არ არსებობდა საპარკინგე ადგილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყობავშვებისთვის შესაბამისი სივრცე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები,დამონტაჟდა ლედ განათებები, დაირგო ხე-მცენარეები. ამ პროექტზე არვჩერდებით, ვგეგმავთ იოსებიძის ქუჩაზე არსებული სივრცეების განახლება-მოწესრიგებასაც. მოსახლეობას დავპირდით, რომ იქაც კეთილმოეწყობაყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.რეკრეაციულ სივრცეში ასევე მოეწყო სატრენაჟორო ზონა, განათებისა და სარწყავიქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 500-მდესხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.პროექტის ჯამური ღირებულება 1 232 000 ლარია. სამუშაობი გამგეობისკონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა.ადგილზე, თბილისის მერთან ერთად, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე,საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოსრაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.