ირაკლი კობახიძე -გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მომავალ შიც  გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას -ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი,შარშან, იგივე პერიოდში,ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი

ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი.

„ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 2 პირი შარშან იგივე პერიოდში,  წელს – 57.  ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა.  ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება