საბავშვო სივრცე “ნესტარტი” არის სახელოვნებო სკოლამდელი აღზრდის ბაგა-ბაღი.
პატარები ეზიარებიან ხელოვნებას, რომლის საშუალებითაც უღრმავდებათ შემოქმედებითი უნარი, ინდივიდუალიზმი, დახვეწილი გემოვნება კრეატიული აზროვნება, წარმოსახვითი უნარი, ინტელექტი,ამ ყველაფრის სინთეზი ჰქმნის ,,არტს” , რომელიც შემდგომში მათი ინსპირაციისა და შთაგონების წყაროა.
იდეას ემსახურება შემოქმედებით-პროფესიონალთა გუნდი, 16 წლიანი გამოცდილებით. მათი ჩართულობით მივიღებთ ნიჭიერ, წარმატებულ, ხელოვან თაობას.
,,ნესტარტში” პატარები ეუფლებიან ხელოვნების შემდეგ დარგებს:
• მსახიობის ოსტატობა
• სასცენო მეტყველება
• მხატვრული კითხვა
• ხელოვნების ესთეთიკა ისტორია
• მუსიკა
• ხატვა
• ძერწვა
• ხელგარჯილობა
“ნესტარტში” აღსაზრდელები გადიან წინა-სასკოლო მოსამზადებელ პროგრამას:
• ქართული, ინგლისური და რუსული ენა
• სახალისო არითმეტიკა
• ლოგიკური აზროვნება
• ნატიფი მოტორიკა
• კულინარია
• სპორტული აქტივობები
თვეში ერთხელ გასვლითი ღონისძიებები:
• კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში
• ექსკურსია
საბავშვო სივრცეს ემსახურება: პროექტის განვითარების მენეჯერი, ფსიქოლოგი და პედიატრი
“ნესტარტი” განლაგებულია იზოლირებულ შენობაში, სადაც დაცულია კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ყველა ნორმა, აღჭურვილია ვიდეო კამერებით,
საბავშვო სივრცეში არის ასაკობრივად დაკომპლექტებული ჯგუფების ოთახები:
• მხიარული ლაბორატორია
• სააქტო დარბაზი
• სასადილო
სურსათის უვნებლობის სააგენტოს ყველა რეკომენდაციით გათვალისწინებული, მრავალფეროვანი, ჯანსაღი კვება, დღეში 4-ჯერ.
“ნესტარტს” აქვს დიდი კეთილმოწყობილი ეზო ატრაქციონებით.
სამუშაო განრიგი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8:30 – 20:00