თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების
ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც 2026 წლიდან
დაიწყება, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან
საუბრისას განმარტა, რომ თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, შენობა-
ნაგებობების გამოსყიდვა განხორციელდება.
ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს შენობა-ნაგებობები
გარემონტდება და გასაყიდად აუქციონზე გამოვა, რათა ახალმა
მესაკუთრემ სათანადოდ მოუაროს ქალაქის ისტორიულ
მემკვიდრეობას.
„შენობა-ნაგებობებს გამოვისყიდით, თუ იქნება მოსახლეობის
თანხმობა, გავალამაზებთ, შევინარჩუნებთ და გამოვიტანთ აუქციონზე,
გავყიდით, რომ შემდეგ მოუაროს იმ მფლობელმა, ვის საკუთრებაშიც
იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, აუქციონში ნებისმიერ
მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობის მიღება.