სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ელჩმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.
ელჩმა საქართველოს მთავრობის სახელით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ყაზახეთის პრეზიდენტმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.