საქართველოს პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო”ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოსადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება სამაგალითო და დასაფასებელია.

სამძიმარს ვუცხადებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება