მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას შეუძლია შექმნას ფრაქციები საკრებულოებში.
„ვფიქრობ, არაერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციას შეუძლია, შექმნას ფრაქციები საკრებულოებში. ეს არის მათი შანსი. დანარჩენი რაც შეეხება ჩვენს ამოცანას – 64 64-ზე – 64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი. ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით 100%-ით შევასრულებთ ამ ამოცანას“, – განაცხადა პრემიერმა.