23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი გემო ფესტიგაიმართება.ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმატრენინგი ჩაუტარეს. უკვე შეირჩა 13 მონაწილე ოზურგეთის, ლანჩხუთისა დაჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონროგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები,რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი.ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი დაგასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება.