18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა.საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა დაგიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირისოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს.თანამებრძლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტიგიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულადდაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით,უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოსეროვნული გმირის წოდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება