პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურპარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატებისელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო)4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიებისწარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს საარჩევნოპროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ იმ სიახლეებისშესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადმინისტრაციამ 2025 წლისარჩევნებისთვის დანერგა.პოლიტიკურ პარტიებს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებისელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა პირველად აქვთმუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე. შეხვედრაზე ასევე დეტალურადგანიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებულისაკითხები.შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვისრეგისტრირებულმა პარტიებმა, პარტიული სიები, ასევე მერობისა დასაკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები 4 სექტემბრის ჩათვლით უნდაწარადგინონ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება