“სამხრეთ აზიაში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Travel + Leisure Asiaსაქართველოს გასტროტურისტული მიმართულებისა და ქართული ღვინისშესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა,საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებშიიმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებებიგაუზიარა.ჟურნალისტი მოგზაურობისას კახეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებთანერთად ჩურჩხელის მომზადების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა:„ჩურჩხელა არ შეიცავს დამატებით შაქარს და მდიდარია ცილებით,“ – ამბობსქართველი გიდი ნინო.„ჩურჩხელა, ტრადიციულად, რთველის დროს მზადდებოდა. ის შეიქმნა როგორცნოყიერი და ხანგრძლივად შესანახი საკვები მწყემსებისა და მებრძოლებისთვის.ჩურჩხელის მომზადება ოჯახური საქმეა და დღემდე დიდი პოპულარობითსარგებლობს ფესტივალებსა და ლაშქრობებში,“ – წერს გამოცემის ჟურნალისტი.სტატიაში აღწერილია ფელამუშისა და ბადაგის მომზადების წესებიც.კალპანა სანდერი ასევე მიმოიხილავს ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსდა ხაზს უსვამს, რომ საქართველო 8 ათასწლოვანი მეღვინეობის ისტორიითგამოირჩევა მთელ მსოფლიოში.