საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ნუმან ქურთულმუშმა დელაციის წევრებთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ საქართველო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით დაინტერესებულია.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.