2024 წლის l-llI კვარტლის მდგომარეობით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან
საქართველოში 121,815 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2023 წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +24.8%-ია.
იანვარი-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი 77,567 ვიზიტი საუდის არაბეთიდან
დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მონაცემებს +21.8%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის
ქუვეითი 23,415 ვიზიტით, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
+48.1%-ია.