9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 36 წელი გავიდა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, პაპუნა მუშკუდიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ მემორიალთან გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ასევე, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივებისა და შემსრულებლების მონაწილეობით 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება