საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის ორგანიზებით აქცია გაიმართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის ორგანიზებით აქცია გაიმართა.

სწჯს 104 წლისთავთან დაკავშირებით პროექტის ფარგლებში („საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის გამოწვევების მიმართ სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თემების მედეგობის გაძლიერება“) აქტიურ მოხალისეებს სიგელები გადაეცათ.

პირველი დახმარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ოფისის მიმდებარე სკვერში ჩატარდა პირველი დახმარების საჩვენებელი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი. მან მადლობა გადაუხადა მოხალისეებს და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებები უსურვა საქართველოს წითელ ჯვარს.

ასევე ფილიალის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მოაწყვეს ქუჩის აქცია – მოსახლეობას გააცნეს წითელი ჯვრის ფუძემდებლური პრინციპები და საქმიანობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია პაპავა. მათ მადლობა გადაუხადეს მოხალისეებს და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებები უსურვეს საქართველოს წითელ ჯვარს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება