26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ინტენსიური ხასიათიაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას- ცსკ

26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ინტენსიური ხასიათიაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას. ამასთანდაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათიაიოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.„დაინტერესებული მხარეები იმეორებენ 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისდროს გამოყენებულ ტაქტიკას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზეზეწოლისთვის.ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორისსაზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის პირადტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველიშეტყობინებები. შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენისგამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელშიც.ზეწოლა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე,ისე უწყების ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში.თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ჩემი სიტყვების დამადასტურებელ სქრინებს,რომელიც ძალიან მცირე ნაწილია შეურაცხმყოფელი შეტყობინების დაკომენტარების.ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი კოლეგებისკანონიერ უფლებებს და ამჯერადაც ვადასტურებთ, რომ საარჩევნოადმინისტრაცია რჩება თავისი სიტყვების ერთგული და აფრთხილებს ყველას,ნებისმიერი განხორციელებული ზარი, თუ შეტყობინება, რომელიც იქნებაკანონთან წინააღმდეგობაში გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში შემდგომირეაგირებისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება